27 მაისს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2020-05-25 18:37:14

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს 06:00-დან 07:00 საათამდე აბონენტებს შარტავას, მესხიშვილის, ლეონიძის, მეგობრობის, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე, 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მეგობრობის, თბილისის, ხერხეულიძეების, ლესელიძის, გურამიშვილის, გორის, ცურტაველის და მიმდებარე ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.