გუდაურში კაფე დაიწვა [video]

2020-05-25 13:26:25

გუდაურში ერთ-ერთი ცნობილი კაფე "ვიტამინი" დაიწვა. [video/ვიდეო]

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი აღარ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილობრივმა მეხანძრე-მაშველებმა კვამლი შენიშნეს, რა დროსაც ადგილზე მივიდნენ, თუმცა შენობა უკვე დამწვარი იყო. მათივე ცნობით,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"დაიწვა გუდაურის ვიტამინი. ძალიან ბევრი წლის შრომა გასწორდა მიწასთან. აღარ მჯერა, რომ თავისით იწვის ამ გუდაურში რაღაცეები!", - წერს სოციალურ ქსელში თეა კიკვაძე.