ვაკეტაქსი განცხადებას ავრცელებს

2020-05-25 13:21:54

ვაკეტაქსი განცხადებას ავრცელებს.

"ვაკეტაქსი მუშაობას ვერ აღადგენს ტაქსებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნამდე. განცხადება, რომელიც გავრცელდა, არ ეხება ვაკეტაქსის ტიპიურ მომსახურებას, რითაც 6 წლის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა სარგებლობდა.

უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ვაკეტაქსი არ იწყებს მუშაობას ერთად-ერთი მიზეზით - ტაქსში რომლითაც ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილება ღირს 3 ლარი, მხოლოდ ორი ადამიანის ჩასმის უფლება გვაქვს დაწესებული შეზღუდვებით. ამიტომ კომპანია იძულებულია მანამდე არ დაიწყოს მუშაობა ვიდრე შეზღუდვები არ მოიხსნება. მუშაობას მხოლოდ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დავიწყებთ. ვაკეტაქსის მგზავრობის ღირებულება ისევ 3 ლარი დარჩება. ტარიფის ცვლილება არც კი განიხილება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ განცხადებას - ეს არის ინდივიდუალური ტაქსის მომსახურება გამოძახებით, თბილისის ნებისმიერი უბნის მიმართულებით, რომლის ფასი სხვა ტაქსის კომპანიებში ბევრად მეტია. ეს მომსახურება გავითვალისწინეთ იმის გამო რომ სხვებთან შედარებით გვაქვს საშუალება დაბალი ტარიფით ვატაროთ მგზავრები ვისაც უკიდურეს შემტხვევაში უწევს რუსთავიდან თბილისის ნებისმიერ უბანში ან ნებისმიერი ქალაქისკენ ტაქსით გადაადგილება. აჟიოტაჟი რაც გუშინ გავრცელებულ განცხადებას მოყვა არის არასწორი ინტერპრეტაცია.

ვაკეტაქსი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი კომპანიაა ქალაქში, რომელიც წლების განმავლობაში მგზავრობის ფასის ცვლილებას ყველაზე ბოლოს და უკიდურეს სიტუაციაში ახდენდა, მოსახლეობის სოციალური პირობებიდან გამომდინარე."

შეგახსენებთ რომ, გუშინ გავრცელდა განცხადება ვაკეტქასის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვეოდა რომ მგზავრის თბილისში გადაყვანის საფასური 10 ლარს შეადგენდა.