როდის გაიხსნება ლილო-მოლი

2020-05-25 12:45:33

ლილო-მოლი 1 ივნისიდან გაიხსნება - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სერვისრუმის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩომახიძემ განუცხადა.

ლილო-მოლთან მოვაჭრები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც ადმინისტრაციას შეხვდნენ და მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მაღაზიების გახსნის შემდეგ.

ჩომახიძის განცხადებით, 1 ივნისიდან ეტაპობრივად გაიხსნება მაღაზიები, მაგრამ ამ დროისთვის უცნობია რომელი სექციები დაიწყებს ფუნქციონირებას.

ლილო-მოლს საქმიანობა 25 მაისს უნდა განეახლებინა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კომპანიამ მომხმარებლების მიღება მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით 20 მარტს შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას შეზღუდვების მოხსნაზე ექვსეტაპიანი გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.