უკანონო შენობა-ნაგებობა მე-19 მკრ-ში

2017-05-09 18:06:06

ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბოლო რამდენიმე დღეში სამართალდარღვევებზე რეაგირება მოახდინა. კერძოდ, მე-19 მკრ-ში, 18 მკრ-ში და დავით გარეჯის ქუჩაზე  სამშენებლო ნარჩენის დაყრის ფაქტი დაფიქსირდა, სამართალდამრღვევთა გაფრთხილების შემდეგ კი აღნიშნული ტერიტორიებიდან გატანილ იქნა სამშენებლო ნარჩენი.

გარდა ამისა, მე-19 მკრ-ში N8 მ/ტ-ზე შენობა-ნაგებობის უკანონო განთავსების გამო მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურმა სამართალდამრღვევ პირს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანა.