მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა განახლდა

2020-05-25 11:44:47

25 მაისიდან მართვის უფლების მისაღებად, თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი განახლდა. როგორც შსს-ში ამბობენ, სერვისი იმ პირებისთვის, აღდგა ვინც განახორციელა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით.

მათ საშუალება ეძლევათ, გავიდნენ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც ელექტრონულად დარეგისტრირდნენ.

ასევე 25 მაისიდან სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლეობის, მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, ჩვეულ რეჟიმში შესრულდება.