დეტალები ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე

2020-05-24 17:30:27

ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავებაზე დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი, ამბობს ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ქორწინების პერიოდშიც ჰქონდა ადგილი.

მისი განცხადებით, ორი დღის წინ ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის ოჯახში მივიდა, რა დროსაც მოხდა ფიზიკური ძალადობა ყოფილი მეუღლის მხრიდან.

ის მედიასთან ასევე საუბრობს ყოფილი მამამთილის შესახებაც და ამბობს, რომ კონფლიქტის დროს ბასილაშვილის მამა რაღაც საგნით გამოეკიდა.

"ბავშვს რომ მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა მოუვიდა [მამას] რა დაემართა, არ ვიცი მთვრალი იყო თუ რა იყო, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებ, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და მე ნაჯახი მეგონა... არც მახსოვს, იმდენად აფექტში ვიყავი, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ მანქანაში ჩავჯექი. მამა გამომეკიდა რაღაც საგნით, არ მახსოვს რა საგანი ჰქონდა, ძალიან დიდი ტარი ჰქონდა", — განაცხადა ნეკა დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, ამის შესახებ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი ადვოკატი ავრცელებს.

"ნიკოლოზ ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, ვინაიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბასილაშვილი შვილთან ერთად თავის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც მისი ყოფილი მეუღლე მივიდა, ბავშვს მოჰკიდა ხელი და მამას გააცილა. არავითარი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. არასრულწლოვნის ჩვენებაში არსად წერია, რომ მამამ დედაზე იძალადა“, - აცხადებს მალხაზ სალაყაია.

შეგახსნებთ, რომ შსს-მ 22 მაისს დააკავა ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

თანხის ჩარიცხვის შემდეგ ბასილაშვილს გაანთავისუფლებენ.

მოგზაურობის ისტორიის ქონის გამო, ის ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში იმყოფება და თანხის ჩარიცხვას ელოდება.