ლილო-მოლი ამ დრომდე დაკეტილია

2020-05-24 12:11:24

ადგილობრივები "ინფო რუსთავს" ხშირად უკავშირდებიან და ინტერესდებიან თუ როდის გაიხსნება ლილო-მოლი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საინფორმაციო სააგენტო სერვისრუმის სამსახურის უფროსს გიორგი ჩომახიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ: - ლილო-მოლს საქმიანობა 25 მაისს უნდა განეახლებინა, თუმცა ჯერჯერობით არ მიგვიღია ნებართვა და დამატებითი ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი ამ ეტაპზე არ არის.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კომპანიამ მომხმარებლების მიღება მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით 20 მარტს შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას შეზღუდვების მოხსნაზე ექვსეტაპიანი გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.