პაციენტებს კორონავირუსზე ტესტი აუღეს

2020-05-23 20:06:26

რუსთავის ცხელების ცენტრში 4 პაციენტია მოთავსებული -  ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძემ თქმით, ოთხივე პაციენტს, ახალ კორონავირუსზე ტესტი აუღეს, რომლის პასუხებიც ლაბორატორიიდან ხვალ დილით იქნება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებით შეიყვანეს.