9 მაისის აღსანიშნად, რუსთავის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები, დიდების ხეივანში შეიკრიბნენ. მათ გმირთა მემორიალი გვირვგვინებით შემკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 მაისთან დაკავშირებით, რუსთაველმა ვეტერანებმა ადგილობრვი თვითმმართველობისგან ფულადი დახმარება მიიღეს. 16 ვეტერანს 100-100 ლარი გადაეცა, მათთან გათანაბრებულ 70 პირს კი 50-50 ლარი.