COVID19 სამ არასრულწლოვანს დაუდასტურდა

2020-05-23 02:18:30

ზუგდიდში კორონავირუსზე აღებული 4 ტესტიდან, ყველა დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხივე შემთხვევაში კოვიდინფიცირება დადასტურდა.

დადასტურებული შემთხვევებიდან 3 არასრულწლოვანია.

ისინი 52 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერთან დაკავშირებული პირები არიან. ერთი ოჯახის წევრია, ხოლო ორი ნათესავი.

რაც შეეხება მეოთხე ინფიცირებულს, ის  ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.