ტროტუარების რეაბილიტაცია რუსთავში [photo]

2020-05-21 19:38:00

რუსთავში ჩეკრასკის ქუჩის ტროტუარების, შარტავას გამზირის(ბენზოგასამართი სადგურთან სუპერმარკეტამდე) ტერიტორიის კეთილმოწყობის და ფანცულაიას ქუჩის ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ განუცხადა, ჩერკასკის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაციაზე  შპს "ჯორჯიან სთოუნი" მუშაობს, ხოლო შარტავას გამზირისა და ფანცულაიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშოებზე შპს "გზა 2018".

"პროექტის ფარგლებში გაკეთდება ჩერკასკის ტროტუარების ორივე მხარე და შენობებთან მისასვლელი ბილიკები...

სამუშოების უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებულია და ერთ მხარეს უკვე დასრულებულია, ახლა მეორე მხარეს მიმდინარეობს.

სამუშაოები ივნისის თვეში უნდა დასრულდეს.

შარტავას გამზირზე (ბენზოგასამართი სადგურთან სუპერმარკეტამდე) ტერიტორიის კეთილმოწყობის და ფანცულაიას ქუჩის ტროტუარების ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გზა 2018-ია. აღნიშნული სამუშოების ივლისის თვეში უნდა დასრულდე",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ზაზა ზაზაძემ.

სამივე ლოკაციაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით 500 000 ლარამდე დაიხარჯება.