მართვის უფლების თეორიული გამოცდა განახლდება

2020-05-21 17:35:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის.

როგორც შსს-ში ამბობენ, 25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც განახორციელა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით.

ამასთანავე, 25 მაისიდან სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით. მეორე ეტაპზე, 25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც განახორციელა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით. ამ პირებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც განახორციელეს ჯავშნის რეგისტრაცია. ამასთანავე, 25 მაისიდან სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

RUSTAVI