ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ გუთურში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.