გაიაფდა თუ არა ალუჩა და მარწყვი რუსთავში

2020-05-22 00:48:52

გაზაფხულის სეზონის ყველაზე მოთხოვნადი ხილი მარწყვი და ალუჩაა.

მათი ღირებულება კი ყოველთვის დიდ ინტერეს იწვევს. წინა კვირებთან შედარებით ხილზე ფასმა საგრძნობლად იკლო.

ბაზარში ერთი კილო ალუჩის შეძენას 1,5 დან 2,5 ლარამდე შეძლებთ.

ხოლო სუპერმარკეტებში მისი ფასი 2,5-ლარიდან 3-მდეა.

რაც შეეხება მარწყვს, ერთი კილოს ღირებულება ბაზარში 3 დარიდან 4 ლარამდე მერყეობს.

ხოლოდ სუპერმარკეტებში მარწყვის ფასი 3,5-ლარიდან 6,5-მდეა.