ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2020-05-21 00:38:59

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

მესხიშვილის ქუჩაზე, "ნისანი"-ს მარკის ავტომობილი 24 წლის გოგოს დაეჯახა.

როგორც თვითმხილველმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ქვეითი გზაზე გადადიოდა რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

დაშავებული სასწრაფოს ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს", კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა, ლელა გიგაშვილმა განუცხადა, პაციენტი კონტაქტურია და ამ დროისთვის მას შესაბამის სამედიცინო შემოწმება უტარდება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები