რუსთავში ახალი ბაღის სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.
ბაღის ძველ შენობაში, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, ამ დროისთვის 2 ოჯახია შეჭრილი და დასახლებული, რომლებიც ადგილის დატოვებას არ აპირებდნენ.
მერიასა და ბაღის შენობაში შესახლებულ ერთ ოჯახს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც ისინი ტერიტორიას დატოვებენ.
ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ ოჯახის საცხოვრებელი სახლის ქირას ერთი წლის განმავლობაში მერია დააფინანსებს.
"შეთანხმება და პირობა იგივეა, რომ ვუზრუნველვყობთ ერთი წლით საცხოვრებელი ფართით აქ მაცხოვრებლებს.
ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი პირობები არ იყო, მითუმეტეს სარემოტო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარეობს ამ ბაღის სრული რეაბილიტაცია, როგორც შიდა, ასევე გარე ეზოს სამუშოები ჩატარდება და მთლიანად იქნება რეაბილიტირებული.
ბაღი გათვლილი იქნება 6 ჯგუფზე.
ამ ტერიტორიაზე ბაღი ფაქტიურად არ არსებობდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო აქ მცხოვრებლებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ირაკლი ტაბაღუამ.