დახმარება რუსთაველი მრავალშვილიან დედებს

2020-05-20 13:04:13

მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია "მტევანმა" და სუპერმარკეტმა "ფენიქსმა" მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც რუსთაველ მრავალშვილიან დედებს დაეხმარებიან.

როგორც ორგანიზაცია "მტევანის" დამფუძნებელმა იზა ცაგარელმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ორგანიზაციის წევრ მრავალშვილიან დედებს ისინი ფენიქსისი 7% ფასდაკლების ბარათებს გადასცემენ.

დედების ნაწილს ბარათთან ერთად "ფენიქსის" ადმინისტრაციისგან ერთჯერადი დახმარების სახით სასურსათო პაკეტიც გადაეცეამათ.

"ფენიქსმა და ორგანიზაცია "მტევანმა" გადავწყვიტეთ, რომ გვეთანამშრომლა და განგვეხორციელებინა მემორანდუმი, ამას ვუძღვნით აქციას.

აქცია არის ასეთი სახის, ჩვენი ორგანიზაციის წევრ მრავალშვილიან დედებს ვურიგებთ ფასდაკლების ბარათებს. ბარათებს მიიღებს ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრი, ხოლოდ ერთჯერად სასურსათო დახმარებას ჩვენი წევრი ის დედები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლებია",- განაცხადა იზა ცაგარელმა.

7% ფასდაკლების ბარათი სუპერმარკეტის ყველა სექციაში მოქმედებს.