იგეგმება თუ არა მოჭრილი ხის ადგილზე მშენებლობა

2017-05-08 15:35:42

მეგობრობის ქუჩაზე ფიჭვის ხე მოჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დილის 9 საათზე მოხდა. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა, ხე მოჭრეს და ადგილზევე დატოვეს.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ვარაუდით, ხის მოჭრა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობის დაწყებას უკავშირდება.

იმ შემთხვევაში თუ ხე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მოიჭრა, დამნაშავეს ფულადი სანქცია 500 ლარის ოდენობით დაეკისრება.