რუსთავის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

2020-05-20 00:02:15

45 წლის ასაკში რუსთავის თეატრის მსახიობი გიორგი რევაზიშვილი გარდაიცვალა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მსახიობი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

"ვერ წარმოვიდგენდით ამის დაწერა თუ მოგვიწევდა...

მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ნიჭიერი მსახიობი გიორგი რევაზიშვილი, რომელიც ბოლო ათეული წელი ამშვენებდა ჩვენს თეატრს. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს და ყველას ვისაც გიორგი მისი ხალასი იუმორით უყვარდა"- წერია რუსთავის თეატრის ფეისბუქზე.