ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი 5 პირს დაუდგინდა. ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
დღეს დადასტურებული ხუთი შემთხვევის გათვალისწინებით, სოფელ მუშევანის კლასტერთან 50 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 707
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 456
მათ შორის გარდაცვლილი - 12
კარანტინის რეჟიმში - 3914
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 340
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3