სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება

2020-05-19 19:22:15

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.

"სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და "ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო: რუსთავი2