რუსთავში ახალი საწარმო გაიხსნა [video]

2020-05-19 14:58:01

რუსთავში ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც საგზაო ბიტუმს აწარმოებს. [ვიდეო/video]

ბიტუმი გამოიყენება საგზაო ინფრასტრუქტურაში, კერძოდ მოასფალტების დროს.

საწარმოს მშენებლობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო.

მის დასათვალიერებლად ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, იყვნენ მისულები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საწარმოს ხელმძღვანელებმა ადგილზე მათი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

"ჩვენ მოვინახულეთ რუსთავოილი, ქართული ინვესტიციებით განხორციელებული ძალიან საინტერესო, მაღალტექნოლოგიური საწარმო.

ეს არის ერთადერთი საწარმო, რომელიც გადაამუშავებს ბიტუმს. უახლოებ პერიოდში ეს საწარმო შეძლებს, როგორც ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას, ასევე იფიქრებს ექსპორტზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი...

ჩვენ შევპირდით მენეჯმენტს, თუკი რამე შეგვიძლია სახელმწიფოს დახმარება ინფრასტრუქტურულ პროექტებში იმ გადაუდებელად საჭირო გამოწვევებში, რაც ამ წუთისათვის ქარხანას აქვს, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და დავსვათ კონკრეტული ინიციატივები ცენტრალურ ხელისუფლებასთან. აქ პირველ რიგში მოსაწყობია ადგილზე მისასვლელი გზა",- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

აწარმოში ამ დროისთვის დასაქმებულია 32 ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც რუსთაველია.

"საწარმო თავისი სირთულიდან გამომდინარე და საწარმო პროცესებიდან გამომდინარე, გარკვეულ რეგულაციებს საჭიროებდა. გარემოს კუთხით, ნებართვის აღება, საქმიანობის უსაფთხოების და ა.შ. დაახლოებით წელიწადნახევარია ამ პროცესშია ეს საწარმო ჩართული.
საწარმოს პირველი ეტაპი დასრულებული აქვს, და ამაში იგულოსხმება, რომ დაახლოებით 16 მილიონამდე ინვესტიციაა განხორციელებული და დასაქმებულია 32 ადამიანი
",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

კომპანიის წარმომადგენელის თქმით საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციით ისინი ქვეყნის მასშტაბით ნედლეულზე მოთხოვნის 80-90% დაკმაყოფილებას შეძლებენ.

საწარმოს წელიწადში შეუძლია 120-150 ათას ტონამდე ბიტუმი აწარმოოს.

მათივე განცხადებით, როცა საწარმოს განახლება მთლიანად დასრულდება დასაქმებულთა რაოდენობა 65-მდე გაიზრდება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები