სასამართლოს გადაწყვეტილება

2020-05-19 12:34:03

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მომსამართლის გადაწყვეტილებით, ოჯახური ძალადობისა და ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

35 წლის ეკა მიქავა სოფელ შამგონაში მეზობლის ბოსელში ჩამომხრჩვალი გასული წლის დეკემბერში იპოვეს.

მომხდარიდან მეორე დღეს კი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით მისი მეუღლე ბაკურ სორდია დააკავეს.