რუსთავის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ამირან ჯანჯღავას პასუხობს.
გურამ ლაცაბიძემ ინფო რუსთავის მიერ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა რომ - "სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობის პირობებში ყველა ადამიანის შრომა დაუფასებელია. ის ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, მასწვალებლები, პოლიციელები, მეეზოვეები, ექიმები თუ სხვა უაღრესად მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არა სიტყვიერ მადლობას, არამედ დახმარებას, შველას და გვერდში დგომას ითხოვენ, საზოგადოება უაღრესად მადლობელია მათ მიერ გაწეული შრომის გამო, ხელისუფლებას კი, საკუთარი ვალადებულებები დიდი ხანია დავიწყებული აქვს, მხოლოდ სიტყვიერი დაპირებებით და პოპულისტური გამოსვლებით შემოიფარგლებიან, მინდა შევახსენო მათ, რომ მუდმივი არაფერია და ჩვენს თანაქალაქელებს გაწეული შრომის სათანადოდ დაფასება ვუსურვო."
შეგახსენებთ რომ ამირან ჯანჯღავას წერილი "ინფო რუსთავმა" გაავრცელა, სადაც საკრებულოს წევრი მადლიერების დღის დაწესებაზე საუბრობდა.