რა წესები უნდა დაიცვან რესტორნებმა

2020-05-19 00:28:37

კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც დასაქმებულ პირებსა და იქ მისულ მომხმარებლებს მოუწევთ.

კერძოდ, მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანი, მომხმარებლებს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია.

კერძოდ, შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული დანართიდან, ძირითადი რეკომენდაციები გასტრონომიულ კვების დაწესებულებისთვის ასე გამოიყურება:

უზრუნველყავით მაგიდის წინასწარ დაჯავშნა;

უზრუნველყავით თანამშრომელთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;

უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;

დაიცავით თანამშრომელთა მითითებები;

მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;

მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა, გამონაკლისი სახით შესაძლებელია, ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით უზრუნველყავით ინდივიდუალურად;

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;

გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;

გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს სეთავაზება, ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;

განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.