ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.