ლომბარდში ცხედარი იპოვეს

2020-05-18 19:10:17

თბილისში კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ ლომბარდში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ლომბარდი, რომელშიც ცხედარი აღმოაჩინეს, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთნოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.