მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რუსთავის მერიამ ქალაქის მცხოვრებთა ნაწილისთვის დახმარების პაკეტი გამოყო.
დღეს კიდევ რამდენიმე ათეულ ოჯახს მერიის სამსახურის წარმომადგელებმა მოხალისეებთან ერთად სურსათი და საჭირო მედიკამენტები მიუტანეს.
"მერიისგან ის ბენეფიციარები, რომლებმაც ამ ორი თვის განმავლობაში შეზღუდვების გამო სამსახური დაკარგეს, ან ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რომ მუნიციპალიტეტისგან დახმარება სჭირდებათ, ღებულობენ სასურსათო კალათას, ასევე მედიკამენტებსა და ბავშვთა კვებისთვის საჭირო პროდუქტებს",- განაცხადა "ინფო რუსთავს" რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
როგორც ქალაქის მერმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის სურსათით, მედიკამენტებითა და ბავშვთა კვებისთვის საჭირო პროდუქტებით დახმარება ქალაქში სულ 20 000-მდე ბენეფიციარს გაეწია.