რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული მე-9 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, განმეორებითმა ტესტმა COVID 19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. ახალგაზრდა ბიჭის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია. კორონავირუსზე ტესტი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ, თუმცა მათთან კორონავირუსი არ დადასტურდა.
საერთო ჯამში რუსთავში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ყველა პაციენტი განიკურნა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც.