გაეროს დახმარება საქართველოს

2020-05-18 11:43:45

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს კორონავირუსზე რეაგირებისთვის მლნ დოლარს გამოუყოფს.

საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელსაც დაფინანსება სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად ამ თანხის დახარჯვა შეეძლება.

ამ დახმარებით სახელმწიფო აპირებს, ჯანდაცვის სისტემის უკეთ აღჭურვას მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად; ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების და ასევე მათი ბენეფიციარების სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას; სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით ღარიბი და მოწყვლადი შიდა-მეურნეობების დახმარებას; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში; მუნიციპალიტეტების და სოფლის წარმომადგენლების დახმარებას, რათა მათ შეძლონ გადაუდებელი სოციალური მომსახურების გაწევა.

ასევე ამ თანხით დახმარებას გაუწევენ ხანდაზმულ პირების, ბავშვებს, ორსულ და მეძუძურ დედების, მათთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდებას; განათლებასა და ბავშვთა სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის ბავშვებზე ძალადობის პრევენციას; ასევე კრიზისული კომუნიკაციასა და საზოგადოების ჩართულობას.