კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია

2020-05-18 11:05:55

"6 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო ბოლნისიდანაა, მეორე 3 ზუგდიდში დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტებია. არ გვაყავს ახალი პაციენტი, რომლის წყაროც უცნობია. მათგან ჩვენთან 1 ახალი პაციენტი მოთავსდა",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით საშუალოზე მსუბუქია. კლინიკაში ერთი მძიმე პაციეტი და ორი არასრულწლოვანი რჩება.