მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ. დუშეთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.