საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა.
ექვსივე შემთხვევა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.
ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 701
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 432
მათ შორის გარდაცვლილი - 12
კარანტინის რეჟიმში - 3890
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3