მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნა

2020-05-17 22:40:51

მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნა.

თითქმის ორთვიანი იზოლაცია ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟით დასრულდა. 

შეგახსენებთ რომ მარნეულში 105 ათას ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. კორონავირუსი კი 25 ადამიანს დაუდასტურდა ამ დროისთვის ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარნეულში დაახლოებით 1700 პირს ჩაუტარდა ტესტირება PSR მეთოდით და ყველა მათგანი უარყოფითი იყო ერთი შემთხვევის გარდა.