ბოლნისში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

2020-05-17 19:37:26

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და ამ დროისათვის 149-ს შეადგენს.

ახალი შემთხვევები აქამდე გამოვლენილ ინფიცირებულებთან კონტაქტია.

არსებული ინფორმაციით, 2 პირს კოვიდ 19-ი განმეორებითი კვლევის შედეგად დაუდგინდა.

ამ ეტაპზე სოფელში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს და მოსახლეობის გამოკვლევა მიმდინარეობს.