"ბიბლიოთეკები ონლაინ სისტემაზე გადავლენ"

2020-04-17 17:09:22

რუსთავის ბიბლიოთეკები ონლაინ სისტემაზე გადავლენ - ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავის" გადაცემაში free live განაცხადა.

ქალაქის მერის თქმით, რუსთაველებს, სასურველი წიგნის მისაღებად ონლაინ სისტემაში გარკვეული მონაცემების შევსება მოუწევთ, რის შემდეგაც ექნებათ რიგის ნომერი და გარკვეულ საათებში შეეძლებათ ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა.

"შესაძლებელია, რომ ბიბლიოთეკების გაერთიანებაშიც გაიხსნას ელექტრონული სისტემა, სადაც მოხდება გარკვეული ინფორმაციის შევსება და თანამშრომლებიც მორიგეობით იმუშავებენ. ვფიქრობდით ამ სისტემის შექმნაზე და მიმდინარე მოვლენებმა უფრო დააჩქარა ეს პროცესები", - განაცხადა ქალაქის მერმა.