თერჯოლის ცხელების ცენტრში ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.
რის შესახებაც სამედიცინო პერსონალმა შსს-ს აცნობა.
ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პირს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარეს, რის შემდეგაც ცხელების ცენტრში გადაყვანილი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო.
თერჯოლის ცხელების ცენტრის დირექტორის განცხადებით, მამაკაცს კორონავირუსის დასადგენი ტესტირება ჩაუტარეს და არმოჩნდა, რომ ის კოვიდინფიცირებული არ იყო, რის შემდეგაც პირი ბოქსირებული პალატიდან მედიკოსებმა ინტენსიურ პალატაში გადაიყვანეს, სადაც კლინიკის უსაფრთხოების სამსახურმა მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინა.