როდის შეძლებენ ქართველები თურქეთში სამკურნალოდ წასვლას

2020-05-17 12:56:59

თურქეთი იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, საზღვრებს ხსნის. 

თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის ოფიციალური ინფორმაციით, 20 მაისიდან საქართველოსა და სხვა ქვეყნის პაციენტებს თურქეთში სამკურნალოდ წასვლა შეეძლებათ. 

მგზავრობა შესაძლებელი იქნება როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზითაც.

თურქეთში სამკურნალოდ წასულ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, ორი დიდ ქალაქში სტამბოლსა და ანკარაში ჩაფრინდნენ. ასევე გადაადგილება შესაძლებელი იქნება სარფის საბაჟოზეც. 

გარდა ამისა, მათ აუცილებლად ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება. პაციენტებს უფლება აქვთ ორი თანმხლები პირი გაიყოლონ.