რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-05-17 11:02:31

რუსთავის ცხელების ცენტრში, მკურნალობას 9 პაციენტი გადის.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, 6 პაციენტს ახალ კორონავირუსზე ტესტი აუღეს, რომლის პასუხიც ლაბორატორიიდან უარყოფითი მოვიდა და ისინი სამედიცინო დაწესებულებას დატოვებენ. დანარჩენ პაციენტების ტესტის პასუხი კი ხვალამდე იქნება ცნობილი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში, საკარანტინე სივრცეებიდან შეიყვანეს.