ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-05-16 20:32:40

საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა.

ექვსივე შემთხვევა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 683

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 419

მათ შორის გარდაცვლილი - 12

კარანტინის რეჟიმში - 3822

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3