რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-05-15 11:30:09

რუსთავის ცხელების ცენტრში, მკურნალობას 4 პაციენტი გადის.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, პაციენტებს ახალ კორონავირუსზე ტესტი აუღეს, რომლის პასუხიც ლაბორატორიიდან უარყოფითი მოვიდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში, საკარანტინე სივრცეებიდან შეიყვანეს.