ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებული სამი პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმე იყო.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.