რუსთავში, 50 დღეში დაწერილი ჯარიმები

2020-04-14 23:32:15

რუსთავში, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დროს, წესების დარღვევისთვის 160-მდე პირი დააჯარიმა.

სამართალდამცველებმა პირები დააჯარიმეს კომენდატის საათის დროს გადაადგილების, თვითიზოლაციის წესების დარღვევის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავში, აღნიშნული დარღვევების გამო, 50 დღეში გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 1 200 000 ლარს აღწევს. პოლიციამ 400-მდე ფიზიკური პირი დააჯარიმა, თითო 3000 ლარით.

კომერციული საქმიანობისთვის მხოლოდ 1 იურიდიული პირი დააჯარიმეს 15 000 ლარით.

აღსანიშნავია რომ პოლიციამ რუსთავში დააკავა 5 პირი.

გთავაზობთ ვიდეოს რომელშიც ერთდროულად ყველაზე ბევრი ჯარიმის გამოწერა ნახავთ, აღნიშნული შემთხვევები საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა.