"ფიჭვის ხეები შეიწამლა"

2020-05-14 22:46:37

რუსთავში, ქალაქის მასშტაბით, სპეციალური პრეპარატით, შავი ფიჭვის ხეების შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ განუცხადა, აღნიშნული სამუშაოები ქალაქში მესამე წელია, რამდენიმე ეტაპად ტარდება.

"მიმდინარეობს შავი ფიჭვების შეწამლვის სამუშაოები სპეციალური რეკომენდირებული პრეპარატით, რომელიც გამოირჩევა მაღალეფექტურობით და ბიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, ქალაქის პირობებში გამოყენების შესაძლებლობით. სურსათის უვნევლობის სამსახურმა გამოგვიყო სპეციალური ტექნიკა სპეციალისტით. სამი დღეა, რაც დავიწყეთ და ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება სამუშაოები და არ დარჩება არცერთი ქუჩა", - განაცხადა გიორგი გოროზიამ.

შეგახსენებთ, რომ შეწამლვის სამუშაოები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკშიც ჩატარდა.