როდის გაიხსნება "ავტოპაპა"

2020-05-15 11:35:21

როდის გაიხსნება რუსთავის ავტობაზრობა - "ინფო რუსთავმა" აღნიშნული კითხვით, "AutoPapa"-ს და მთავრობის ცხელ ხაზს (144) დაუკავშირდა.

"AutoPapa"-ს ცხელ ხაზზე "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ: - ამ ეტაპზე, დამთვალიერებლებისთვის ავტობაზრობა დაკეტილია და სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია როდის გაიხსნება. 23 მაისს გაიხსნება ცენტრალური შესასვლელი, მხოლოდ მათთვის, ვისაც სააგენტომდე უნდა მისვლა. ჩვენც ველოდებით ინფორმაციას და როგორც კი მოგვეცემა საშუალება მუშაობის, ავტობაზრობა მაშინვე გაიხსნება.

მთავრობის ცხელ ხაზზე საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ: - ავტობაზრობებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის, თუმცა 25 მაისიდან, ზოგადად, უნდა გაიხსნას ყველა ტიპის ღია ბაზრობა და სავარაუდოდ ავტობაზრობაც ითვლება. დადგენილებით გაწერილმა თარიღებმა ცოტა წინ გადმოიწია, შესაბამისად ყველაფერი უკვე ნაკლებ ვადაში იხსნება და შესაძლოა, რომ ესეც შეივალოს.

ავტობაზროის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის 3453 მანქანაა გაჩერებული.