14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი მოსალოდნელია 14 მაისს, დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 14 მაისი +27°C, 15 მაისი +28°C, 16 მაისი +30°C, 17 მაისი +27°C.