რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივანზე არსებულ ნივთებს გაუჩნდა.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.