მამაკაცი სახლში გარდაცვლილი ნახეს

2020-05-12 22:49:03

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო მამაკაცია, რომელიც მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა. ის დაახლოებით, 1 კვირის წინ გაუჩინარდა და დღეს გარდაცვლილი იპოვეს.