ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

2020-05-12 20:25:59

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 642 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 413 პირი.

642 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.